მთავარი გვერდი  გახადე საწყისი რეკლამის განთავსება კონტაქტი
POP.interes.ge
 
23:35 - 30.05.10
ჩემი ეგზიტპოლი შენსას სჯობია . . .
როგორც "არჩევნების მოდელირებულ ქრონიკაში" ვიტყობინებოდით, ყველაფერი თითქმის ისე განვითარდა, რომ არა რამდენიმე არცთუ უმნიშვნელო ტენდენცია;
ხელისუფლებამ არჩევნებს კარგი ორგანიზება გაუკეთა და სააშკარაოდ არ გააყალბა. კერძოდ, სწორად გამოიყენა ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი (ყველა მთავრობის დროს იგი ელექტორატის 20-25%-ს შეადგენს), დაუმატა თავისი ალალად (ეს ხელისუფლებაც კი ალალად უყვართ) კუთვნილი 30-35% და აჰა, G GFK-ს 60%-იც. ჩაფიქრებული იყო ალასანიას "გაპოლიტშაყირება" და მისი მესამე ადგილზე გაყვანა, მაგრამ მან იმდენად ცოტა ხმა მოიპოვა, რომ ამის გაკეთება საჭირო არ გახდა.
წაიკითხეთ ვრცლად »»
16:29 - 18.05.10
გამოხატვის თავისუფლებიდან გამოყოფის თავისუფლებამდე
საქართველოს მრავალტანჯული და ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია, ბატონი ავთო დემეტრაშვილის მიერ კიდევ ერთხელ გადარედაქტირებამდე თუ გადაწერამდე, აცხადებს:
მუხლი 19
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
წაიკითხეთ ვრცლად »»
11:25 - 14.05.10
სალომე და ქაჯები
მას შემდეგ რაც ქალბატონი სალომე პარიზიდან ჩამოაბრძანეს და ჰაერში მოხსნილი თედო ჯაფარიძის ადგილზე გაამწესეს, სამეტყველო ქართული გაიუმჯობესა და ქართული პოლიტიკური ლექსიკაც გაამდიდრა ტერმინით-ქაჯები.
რუსთველი ქაჯებზე შაირობს:
წაიკითხეთ ვრცლად »»
13:14 - 10.05.10
არასაიდუმლო სეირობა
პარასკევს კავკასიაზე ბარიერში “საიდუმლო სირობის” გამო გაიმართა არასაიდუმლო, აშკარა სეირობა. სეირში მონაწილეობდა ერთის მხრივ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა და მეორეს მხრივ ე.წ უფლებადამცველთა ჯგუფი.
წაიკითხეთ ვრცლად »»
13:02 - 07.05.10
მილიცია-პოლიცია
"მილიცია-პოლიცია უკან თაფლი მოგიცხია" - საბჭოთა პერიოდის ეს ლექსუკა მილიციას, რომ პოლიციასთან აიგივებდა ფაქტია, მაგრამ აი თაფლი რატომ ეცხოთ, ეს მაშინ ვერ გამერკვია. ჰოდა იმის გასარკვევად, ეცხოთ თუ არა თაფლი უკანიდან გამჭვირვალე შსს-სთან (ეს ფაჩიკოს გარმონი ვინ მოიგონა) შეკრებილ რამდენიმე ათას პოლიციელს, უკნიდან მოუარა ასევე რამოდენიმე ასეულმა “ოპოზიტურმა” მოქალაქემ.
წაიკითხეთ ვრცლად »»
19:18 - 05.05.10
არჩევნების მოდელირებული ქრონიკა
30 მაისი, საღამოს 8 საათი და 5 წუთი, თბილისი, საქართველო
ტელეკომპანიები: რუსთავი-2, იმედი, I არხი, რეალ ტვ – ქვეყნდება “ელექშენ ფორ გეორგია” ს ეგზიტპოლები, რომელიც ჩატარდა “ენ და აი”-ს, “აი რაია”-ს, ფონდ “დახურული საზოგადოება საქართველო”-ს და “ნაციონალ მუვინგ ნოტ ინ გეორგია”-ს ფინანსური მხარდაჭერით.
წაიკითხეთ ვრცლად »»
 
თბილისის მერი გახდება
გოგი თოფაძე
გიგი უგულავა
ირაკლი ალასანია
გია ჭანტურია
ზვიად ძიძიგური
გიორგი ლაღიძე
ნიკა ივანიშვილი